თეგებით ძიება

2023 წელს საქართველოს ბაზარზე 9 ახალი ავიაკომპანია შემოვიდა, საჰაერო რეისებს კი 21, მათ შორის, 6 ევროპული ახალი მიმართულება დაემატა

საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს საქართველოს ბაზარზე 9 ახალი ავიაკომპანია შემოვიდა, საჰაერო რეისებს კი 21, მათ შორის, 6 ევროპული ახალი მიმართულება დაემატა.

მონაცემების მიხედვით, სტრატეგიულ ახალ მიმართულებებს შორის არის ჰამბურგის, კოპენჰაგენის, მადრიდის, ფრანკფურტის, ბრიუსელის, პოზნანის, კიოლნისა და დელის მიმართულებები.

“შედარებისთვის: 2022 წელს გვქონდა 81, ხოლო 2023 წელს - 108 მიმართულება, ზრდა პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით 29 პროცენტია. ამავე პერიოდთან შედარებით, 13.2 %-თ არის გაზრდილი ევროპული მიმართულებები, რომლის ოდენობა 2022 წელს 48-ს, ხოლო 2023 წელს 66-ს შეადგენდა. 2019 წელთან შედარებით 25 პროცენტით მეტია ავიაკომპანიების რაოდენობაც.

ტოპ-ავიაკომპანიებს შორის, რომლებიც საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებენ, აღსანიშნავია Wizz Air Hungary, Turkish Airlines, Pegasus, Georgian Airways, Azerbaijan Airlin, Fly Dubai, Air Arabia და ა.შ.

ხაზგასასმელია შიდა ფრენების სტატისტიკაც: ქვეყნის შიგნით ავიარეისებით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა 33 187-ს შეადგენს, საიდანაც 62% საქართველოს, ხოლო 38% უცხო ქვეყნების მოქალაქეები იყვნენ.

ავიაციის მიმართულებით სამომავლო გეგმებიდან აღსანიშნავია თელავის აეროპორტის განვითარების პროექტი, რომლის გამტარუნარიანობა 200 000 მგზავრზეა გათვლილი. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 1.7 კმ ასაფრენ-დასაფრენი ზოლის, თანამედროვე სანავიგაციო სისტემების, ახალი სანავიგაციო კოშკურისა და საპარკინგე სივრცის მშენებლობა.

დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებიდან ასავე ხაზგასასმელია თბილისის ახალი აეროპორტის პროექტი, მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება (ახალი, 3.5 კმ. ასაფრენ0დასაფრენი ზოლის მშენებლობა, 500 ადგილიანი ახალი საპარკინგე სივრცე, აეროპორტის გენგეგმის შემუშავება და ა.შ.)

მთის კურორტებზე დაგეგმილი პროექტებიდან აღსანიშნავია ჰაწვალის მთაზე 6 კმ, სასრიალო ტრასა, გუდაურში 3 კმ. ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მონტაჟი, ბაკურიანსა და გუდაურში ახალი ამბულატორიები და ა.შ.

“2024 წლის საპროგნოზო მაჩვენებლები ასეთია: მგზავრთნაკადი - 6.8 მლნ; შემოსავლები ტურიზმიდან - 4.5 მლრდ აშშ დოლარი; საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი - 7.9 მლნ; საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი - 5.2 მლნ”,- ნათქვამია შემაჯამებელ ანგარიშში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა