თეგებით ძიება

არ გვინდა ტრაგიკული ფრაზები გამომშვიდობება, შეწირვა...ოდესღაც ყველა წავა თანამდებობიდან - რატი ბრეგაძე

ოდესღაც ყველა წავა თანამდებობიდან - ასე პასუხობს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მისი შესაძლო გათავისუფლების შესახებ დასმულ შეკითხვებს. ბრეგაძე ამბობს, რომ სამთავრობო ცვლილებებზე გადაწყვეტილებებს პრემიერი იღებს. ბრეგაძე უარყოფს დაპირისპირებასაც ყოფილი და მოქმედი პრემიერების დაჯგუფებებს შორის: 

"აქ არ არსებობს არავითარი დაპირისპირება. უბრალოდ, ადამიანი არის პრემიერმინისტრი და რა თქმა უნდა, ის იღებს გადაწყვეტილებას ნებისმიერ მინისტრთან მიმართებაში. ამაში აბსოლუტურად არაფერი არ არის განსაკუთრებული. 

არ გვინდა, ესეთ ტრაგიკულ ფრაზებს ნუ იყენებთ, გამომშვიდობება, შეწირვა, მსხვერპლშეწირვა და ა.შ. 

მე ამ გუნდის წევრი ვარ 2011 წლიდან. ვარ გუნდური მოთამაშე, სადაც არის ხოლმე საჭიროება, ვარ იქ ჩემი ცოდნით და ჩემი გამოცდილებით....მიმუშავია სხვადასხვა სამსახურში, ამჟამად ვმუშაობ იუსტიციის სამინისტროში და მომავალში რა იქნება, ამის შესახებ კონკრეტულად როგორ უნდა გიპასუხოთ. ცხოვრებაში ყველაფერი არის დროებითი, ოდესღაც ყველ წავა თანამდებობიდან" - ამბობს ბრეგაძე. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა