როცა სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს, ვთქვი, ამას უნდა შევებრძოლო და არ დავნებდები-მეთქი - დარეჯან ხაჩიძე
„ონკოპაციენტი ვიყავი, მაგრამ ოპერაცია გავიკეთე და ვებრძოლე, მუსიკალური კომედიის, „სიყვარული ყველას უნდა“ ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი, მსახიობი დარეჯან ხაჩიძე ამბობს.
როდესაც დიაგნოზი გავიგე, სასიამოვნო არ იყო, მაგრამ მაქსიმალურად ვეცადე, თავი შემეკავებინა, არაფერი გამომიხატავს, მაგრამ შიგნით დაგროვდა და ვთქვი: მე ამას უნდა შვებერძოლო, მე არ დავნებდები. ვიბრძოლე და ჯერჯერობით ყველაფერი კარგად არის, უკვე მეშვიდე წელია, ოპერაცია წარმატებით გაკეთდა. ამ დიაგნოზის დამარცხება შეიძლება, მაგრამ ძალა შიგნიდან უნდა მოძებნო“, - იხსენებს დარეჯან ხაჩიძე.