"პირველ რიგში, ცეცხლი რუსეთმა უნდა შეწყვიტოს" - ვატიკანი რომის პაპის განცხადებას განმარტავს
ვატიკანი რომის პაპის განცხადებას განმარტავს, რომლითაც ის უკრაინას "თეთრი დროშის" გამბედაობის გამოჩენისკენ მოუწოდებდა.
ვატიკანის სახელმწიფო მდივანი, პიეტრო პაროლინი აცხადებს, რომ რომის პაპი ფრანცისკე უკრაინას არა კაპიტულაციისკენ, არამედ მოლაპარაკებებისთვის მზაობის გამოხატვისკენ მოუწოდებდა.
ამასთან, ის აღნიშნავს, რომ რომის პაპის მოწოდება უკრაინაში მიმდინარე უსამართლო ომის დასრულებისკენაა მიმართული და პირველ რიგში, ცეცხლი აგრესორმა რუსეთმა უნდა შეწყვიტოს.
10 მარტს, რომის პაპმა ფრანცისკემ შვეიცარიულ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ "თეთრი დროშის" გამბედაობა უნდა გამოიჩინოს. მან ასევე დაამატა, რომ მოსკოვმა და კიევმა მოლაპარაკებები საერთაშორისო ძალების დახმარებით უნდა წამოიწყონ.