„ვფიქრობ, მელიას ყველა შანსი აქვს იმისთვის რომ ბარიერი აწიოს“ - გია ხუხაშვილი
უნდა აღინიშნოს რომ ეს საინტერესო გაერთიანებაა, ორივე ფიგურას ცალ-ცალკე ჰყავს თავისი ელექტორატი“, - ამის შესახებ ექპერტმა, გია ხუხაშვილმა გვარამია-მელიას ახალი პარტიის შეფასებისას განაცხადა.
„ჯერ მაინც ვიტყოდი რომ ეს გაერთიანება ბუნდოვანია, რადგან ამ ყველაფრის შედეგს ჩვენ პროცესში დავინახავთ. თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ ეს საინტერესო გაერთიანებაა, ორივე ფიგურას ცალ-ცალკე ჰყავს თავისი ელექტორატი... გვარამიასთან შედარებით მელიას აქვს უნარები - ხალხთან კომუნიკაციის, დინამიური პროცესების წამოწყების, ხალხის მოფერების და მათი მოსმენის, ეს კი ხალხში კეთილგანწყობას იწვევს... ის შეიძლება ჩაითვალოს ახალი პარტიის ლიდერად. ზოგადად მელია საინტერესო პოლიტიკური ფიგურაა, რაც საქართველოს პოლიტიკას აკლია... ვფიქრობ, რომ მელიას ყველა შანსი აქვს იმისთვის რომ ბარიერი აწიოს, მისი იმ თვისებებიდან გამომდინარე, რაც წმინდად პიროვნულად აქვს...“ - განაცხადა ხუხაშვილმა TIA.GE-სთან.
ესაუბრა ნინო სილაგაძე