თეგებით ძიება
22. 03. 2024 მსოფლიო

რაკეტები, რომლებითაც თავს გვესხმიან, უცხოური წარმოშობის კომპონენტებს შეიცავს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რაკეტები, რომლებიც რუსულმა არმიამ 21 მარტს უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა, უცხოური წარმოშობის 1000-ზე მეტ კომპონენტს შეიცავს.

„ყოველი რუსული ტერორისტული დარტყმა იმაზე მეტყველებს, რომ მსოფლიოში სანქციები პუტინის სისტემის წინააღმდეგ ჯერ კიდევ არ არის საკმარისი. ყოველი რუსული რაკეტა, რომლითაც ეს მონსტრები თავს ესხმიან ჩვენს ქვეყანას, შეიცავს კომპონენტებს, რომლებიც წარმოებულია სხვა ქვეყნების კომპანიების მიერ და არა რუსეთის მიერ“, - აღნიშნა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას.

ზელენსკის თქმით, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი მზადდება თავისუფალი სამყაროს კომპანიების მიერ და რუსეთში შემოტანილია სხვადასხვა ჩრდილოვანი სქემებით.

„ჩვენ გვჭირდება მეტი სანქციები. მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო სანქციების გვერდის ავლის სქემებისთვის. მადლობელი ვარ ყველა სახელმწიფოსა და ლიდერის, ვინც ამას აკეთებს, მაგრამ რუსეთზე გაცილებით მეტი ზეწოლაა საჭირო“, - აცხადებს ზელენსკი. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა