ვინ არის კაცი, რომელსაც 200 ქალის 5 ათასზე მეტი ინტიმური შინაარსის ფოტო აღმოუჩინეს?
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე, 43 წლის გიორგი ქაროსანიძე დააკავეს.
მამაკაცის ადვოკატი ამტკიცებს, რომ დაკავებული "უპატიოსნესი კაცია" და ვაგზალზე ხატებს და საეკლესიო ნვთებს ყიდის. ინტერესების დამცველი მომხდარის სხვა დეტალებზე ჯერ-ჯერობით არ საუბრობს.
არაფერი არ ვიცი, ბრალი არ წაუყენებიათ, გამთენიისას დააკავეს. რას საქმიანობს და ეგ იყო უპატიოსნესი ადამიანი, საეკლესიო ნივთებზე ვაჭრობდა ვაგზალზე, ხატები, სანთლები, ყველა სარიტუალო, რაც არის. მიცვალებულის წესის ასაგებად რაც საჭიროა და საეკლესიოსთან რაც არის კავშირში, ყველა ამ ნივთს, პატარა მაგიდა აქვს ვაგზალზე.
მე გიორგის ადვოკატი ვიყავი სამოქალაქოში, თავად გიორგიმ მისცა ოჯახის წევრებს, რომ დამკავშირებოდნენ, ალიმენტზე ჰქონდა.
სახლთან დააკავეს, როგორც მე ვიცი. რაც თქვენ იცით, ის ვიცი მე,“ - ამბობს ადვოკატი.
საეკლესიო მაღაზიის მფლობელს 200 ქალის 5 ათასზე მეტი ინტიმური შინაარსის ფოტო აღმოუჩინეს. მათ შორის ფარულად გადაღებული კადრებიც. დაკავებულს გლდანში მდებარე ბინაში ნამდვილი ფოტოსტუდია ჰქონდა მოწყობილი, სადაც ქალებს მოტყუებით აიძულებდა, ინტიმური შინაარსის ფოტოსესიას დათანხმებოდნენ. ეცნობოდა, როგორც ფოტოგრაფი, რომელიც სარეკლამო ფოტოებს იღებდა, შემდეგ კი აშანტაჟებდა და თუ მასთან სქესობრივ კავშირზე უარს იტყოდნენ, გადაღებული კადრების გავრცელებით ემუქრებოდა.
წყარო: ტვ პირველი