საფრანგეთი უკრაინას „ცეზარის“ 78 ჰაუბიცას გადასცემს და საარტილერიო ჭურვების მიწოდებასაც გაზრდის
ახლო მომავალში საფრანგეთი უკრაინას „ცეზარის“ 78 ჰაუბიცას გადასცემს და საარტილერიო ჭურვების მიწოდებასაც გაზრდის, - ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა.
სებასტიან ლეკორნუს თქმით, საფრანგეთს, უკრაინასა და დანიას შორის უკვე შედგა შეთანხმება, რომელიც უკრაინისთვის 155 მილიმეტრიანი თვითმავალი ჰაუბიცების გადაცემის დაფინანსებას ითვალისწინებს. ამასთანავე, საფრანგეთი მიმდინარე წელს უკრაინას 80 ათას ჭურვს გადასცემს.