თეგებით ძიება
31. 03. 2024 სპორტი

ქართველ გულშემატკივარს მინდა მივმართო, რომ ირწმუნოს ჩვენი, დაიჯეროს ჩვენი, რადგან ჩვენ ბევრი რაღაცის გაკეთება შეგვიძლია - გიორგი მამარდაშვილი

ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა სამომავლო გეგმებზე „ქრონიკასთან“ ისაუბრა. მისი თქმით, ნაკრების წევრები მაქსიმუმს გააკეთებენ იმისთვის, რომ ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულად იასპარეზონ. მამარდაშვილმა ასევე გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„საქართველოს ნაკრების მაისურით ფინალის თამაში არ არის მარტივი და ჩემი აზრით, მეტოქეს მნიშვნელობა არ ექნებოდა. ვინც არ უნდა ყოფილიყო, მაინც რთული თამაში გამოვიდოდა.

ქართველ გულშემატკივარს მინდა მივმართო, რომ ირწმუნოს ჩვენი, დაიჯეროს ჩვენი, რადგან ჩვენ ბევრი რაღაცის გაკეთება შეგვიძლია. [ევროპის ჩემპიონატის] დებიუტანტები ვართ, მაგრამ ბიჭების მჯერა, ჩემი მჯერა, რომ შეგვიძლია იქაც ბევრი რამ გავაკეთოთ და გავახაროთ ქართველი გულშემატკივარი. ეჭვიც არ მეპარება, რომ თითოეული ფეხბურთელი მაქსიმუმზე მეტს გააკეთეს, იმისთვის რომ კარგად წარმოვაჩინოთ ჩვენი თავი ევროპის ჩემპიონატზე“, - განაცხადა მამარდაშვილმა.

საქართველოს ნაკრები ევროპის პირველობაზე F-ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქეები თურქეთი, ჩეხეთი და პორტუგალია იქნებიან. პირველ შეხვედრას „ჯვაროსნები“ 18 ივნისს, დორტმუნდში, თურქეთის ნაკრებთან გამართავენ.

საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა