სტამბოლში, ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა - არიან დაშავებულებიც
თურქეთში, სტამბოლის ცენტრში ღამის კლუბში ხანძარს თხუთმეტი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა კიდევ რვა. ამის შესახებ ქალაქის მერმა ექრემ იმამოღლუმ განაცხადა.
მერის განცხადებით, რვა დაშავებულიდან შვიდი მძიმე მდგომარეობაშია, ისინი საავადმყოფოში მკურნალობენ. ხანძარი, ამ დროისთვის, ლიკვიდირებულია.
მომხდარზე დაიწყო გამოძიება.