თეგებით ძიება
18. 04. 2024 მსოფლიო

„მუდამ ვილოცებ შენთვის“ - სიდნეიში, დაჭრილმა ეპისკოპოსმა თავდამსხმელს ჩადენილი დანაშაული მიუტევა

ეპისკოპოსმა მარ მარი ემანუელმა, რომელიც 15 აპრილს, სიდნეის ერთ-ერთ ეკლესიაში ქადაგებისას დაჭრეს,  თავდამსხმელს ჩადენილი დანაშაული მიუტევა.

„მუდამ ვილოცებ შენთვის. ვინც გამოგგზავნა ამის გასაკეთებლად, მათაც ვაპატიებ იესოს ძლევამოსილი სახელით“ - აცხადებს ეპისკოპოსი მარ მარი ემანუელი.

სასულიერო პირის თქმით, ნერვიულობის საფუძველი არ აქვს და თავს კარგად გრძნობს. 

ტელეკომპანია ABC-ის ცნობით, ეკლესიაში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე 16 წლის მოზარდია დაკავებული. ამ ეტაპზე, პოლიცია დანაშაულის მოტივს იძიებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა