„არა რუსულ კანონს“ – ლევან წულაძემ პრემიერის შემდეგ აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადა (ვიდეო)
"არა რუსულ კანონს!" - მსახიობები და ცნობილი რეჟისორები გამჭირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ ბრძოლას არ წყვეტენ.
პრემიერის შემდეგ რეჟისორმა ლევან (ჭოლა) წულაძემ რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს სოლიდარობა გამოუცხადა:
„სპექტაკლების გამო გამოვაკლდით ამ აქციებს ბოლოში, მაგრამ ჩვენი გულები იყო იმ ხალხთან"- ამბობს რეჟისორი.
„დღეს ჩვენი ქვეყანა დიდი გამოწვევის წინაშე დგას, წინ დიდი ბრძოლა გველის, ასე რომ არ შევეგუოთ. არა რუსულ კანონს"- თქვა მსახიობმა.