თეგებით ძიება

მოგმართავ როგორც შენი მეგობარი, სულ რამდენიმე თვე დაგრჩა პრეზიდენტად ყოფნის - ზურაბიშვილს ყოფილი მრჩეველი მიმართავს

შეეცადე ეს ბოლო თვეები მაინც არ გამოიყენო იმისთვის, რომ დარჩე საქართველოს ისტორიაში მაოხრებელი გზირის სახელით, - ასე მიმართავს კანადიდან სალომე ზურაბიშვილს მისი ყოფილი მრჩეველი.

მაია ცაბოშვილის თქმით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი აპირებს, გამჭვირვალობის შესახებ კანონს ვეტო დაადოს.

„მე როგორც ვიცი, მან [ზურაბიშვილმა] გადააწყვიტა, რომ ვეტო დაადოს ამ [გამჭვირვალობის შესახებ] კანონს. მოგმართავ როგორც შენი მეგობარი, სულ რაღაც რამდენიმე თვე დაგრჩა პრეზიდენტად ყოფნის. გთხოვ, რაც არ უნდა იყოს შენი მოტივაცია, გარკვეული ძალის ინტერესები, შეეცადე ეს ბოლო თვეები მაინც არ გამოიყენო იმისთვის, რომ დარჩე საქართველოს ისტორიაში მაოხრებელი გზირის სახელით“, - ამბობს ცაბოშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა