თეგებით ძიება

"დიტო სამხარაძის - ნაგვის ყუთი რომ აქვს თავში, დაორგანიზებულია ყველა ახალგაზრდასთან მივარდნა, თავპირის ლეწვა" - ლევან ხაბეიშვილი

"დიტო სამ­ხა­რა­ძე - ნაგ­ვის ყუთი რომ აქვს თავ­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად ამ ადა­მი­ა­ნის და­ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლია ყვე­ლა ახალ­გაზ­რდას­თან მი­ვარ­დნა, თავ­პი­რის ლეწ­ვა - ზრუნ­ვის სა­ხე­ლით, ხალ­ხს აჩე­ჩებთ კა­ნონს, რომ­ლის მი­ღე­ბის დრო­საც თავ­პირს ალე­წავთ და ხალ­ხს ეუბ­ნე­ბით, თქვენ გამო ვა­კე­თებთ ამას, თქვენ გჭირ­დე­ბათ და ამი­ტომ გირ­ტყამთ თავ­შიო",- ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ახლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში არა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, არა­მედ "ხა­რე­ბა“ და ის "რო­ბო­კო­პე­ბი" არი­ან, ვინც მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის დე­პუ­ტა­ტებს იცა­ვენ.

"ახალ­გაზ­რდებს, ვი­საც თქვენ სა­ხის ძვლებს ცხვი­რის ძვლებს უტეხთ, ეს შე­ხორ­ცდე­ბა, მაგ­რამ თქვე­ნი რე­პუ­ტა­ცია აღა­რას­დროს გამ­თელ­დე­ბა. ეს უნდა გეს­მო­დეთ. სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბაა, რომ ხალ­ხზე ზრუნ­ვის სა­ხე­ლით, ხალ­ხს აჩე­ჩებთ კა­ნონს, რომ­ლის მი­ღე­ბის დრო­საც თავ­პირს ალე­წავთ. ხალ­ხს ეუბ­ნე­ბით - ხალ­ხო, თქვენ გამო ვა­კე­თებთ ამას, თქვენ გჭირ­დე­ბათ და ამი­ტომ გი­ლე­წავთ თავს, ამი­ტომ გირ­ტყამთ თავ­ში, ამი­ტომ გი­ლე­წავთ ცხვირს, ამი­ტომ გაძ­რობთ თა­ვის ქა­ლას. უკაც­რა­ვად, მაგ­რამ ამ ქვე­ყა­ნა­ში არ ცხოვ­რობთ? არ უყუ­რეთ, რომ ე.წ. სპეც­რაზმმა, ფაქ­ტობ­რი­ვად ომონ­მა, რა­საც რუ­სეთ­ში აკე­თებს ფორ­მი­ა­ნი, იგი­ვე გა­ა­კე­თეს ქარ­თვე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ქარ­თვე­ლი გა­მო­იყ­ვა­ნეთ ქარ­თვე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ და გა­უს­წორ­დით სას­ტი­კად. რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი და­ეს­ხა თავს და ახალ­გაზ­რდებს სას­ტი­კად სცემ­დნენ. და­ვი­ჯე­რო, ეს არ ნა­ხეთ? ამის მერე, გგო­ნი­ათ რომ თქვენ ხართ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში? დღეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში არის ხა­რე­ბა; დღეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში არი­ან "რო­ბო­კო­პე­ბი", რომ­ლე­ბიც თქვენ გი­ცა­ვენ, რომ­ლის გა­რე­შე პარ­ლა­მენ­ტში ვერც შე­მო­ი­პა­რე­ბით, ვერც გა­ი­პა­რე­ბით.

თქვენ რომ პარ­ლა­მენ­ტში მოხ­ვი­დეთ, ამი­ტომ ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ანს თა­ვებს უტე­ხენ, ულე­წა­ვენ ცხვირს, აძ­რო­ბენ თა­ვის ქა­ლას, აკა­ვე­ბენ ახალ­გაზ­რდებს. მათ ჰყავთ მშობ­ლე­ბი, დე­დე­ბი ამას ტე­ლე­ვი­ზი­ით უყუ­რე­ბენ. მაგ­რამ თქვენ რომ დე­დე­ბი არ გა­ინ­ტე­რე­სებთ, ეს გა­მოჩ­ნდა, რო­დე­საც სახ­ლებ­ში უვარ­დე­ბით ხალ­ხს. ვის თავ­ში მო­ი­ხარ­შა? დიტო სამ­ხა­რა­ძე - ნაგ­ვის ყუთი რომ აქვს თავ­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად ამ ადა­მი­ა­ნის და­ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლია ყვე­ლა ახალ­გაზ­რდას­თან მი­ვარ­დნა, თავ­პი­რის ლეწ­ვა. ასე გიყ­ვართ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი. სარ­წმუ­ნო­ე­ბა­ზე ლა­პა­რა­კობთ და აღ­დგო­მის კვი­რა­ში ადა­მი­ა­ნებს თა­ვის ქალა ააძ­ვრეთ, აღ­დგო­მის კვი­რა­ში სახ­ლებ­ში მი­უ­ვარ­დით, სცე­მეთ, თან რო­გორ აკე­თებთ ამას - რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი "რო­ბო­კო­პი" და­ე­სე­ვა ადა­მი­ანს. ასე­ვე რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი ლაჩ­რო­ბა­ზე ლა­პა­რა­კობ­დით - მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძეს ფი­ზი­კუ­რად რომ გა­უს­წორ­დნენ, ეს ლაჩ­რუ­ლი ყო­ფი­ლა და სახ­ლში მი­ვარ­დნა, თურ­მე ვაჟ­კა­ცო­ბაა. ქა­ლებ­თან ერ­თად, შვი­ლებ­თან ერ­თად ადა­მი­ა­ნე­ბის ცემა ყო­ფი­ლა ვაჟ­კა­ცო­ბა, ეს ყო­ფი­ლა მა­მუ­ლი, ენა, სარ­წმუ­ნო­ე­ბა. რე­ა­ლო­ბა­ში, რო­გორც რუ­სეთ­ში ცი­ნიზ­მის მწვერ­ვა­ლია, ქარ­თველ ხალ­ხზე ზრუნ­ვის სა­ხე­ლით გა­უ­ტე­ხეთ ცხვი­რე­ბი ადა­მი­ა­ნებს. სა­ხან­ძრო, სპეც­რაზ­მი, "რო­ბო­კო­პე­ბია" მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი პარ­ლა­მენ­ტში, ლა­მის ტან­კე­ბი გა­მო­იყ­ვა­ნოთ ახალ­გაზ­რდე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. თან ამ­ბობთ, ამას ვა­კე­თებთ თქვენ­თვი­სო. არა­ვის სჭირ­დე­ბა ეს კა­ნო­ნი, ნუ აყ­რით ხალ­ხს თვალ­ში ნა­ცარს. უნდა გეს­მო­დეთ, თქვენ აუ­ცი­ლებ­ლად გა­გის­წორ­დე­ბათ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი პო­ლი­ტი­კუ­რად. ამ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლას უნდა ეს­მო­დეს, რომ სი­ძულ­ვი­ლი უნდა დამ­თავ­რდეს, რა­საც ყო­ველ­დღი­უ­რად აღ­ვი­ვებთ. უნდა გეს­მო­დეთ ისიც, რომ ვინ­მე რა­მეს თუ მო­გი­ტე­ვებთ ისევ ვიქ­ნე­ბით ჩვენ, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი, რო­მე­ლიც სულ­გრძე­ლია. ფი­ზი­კუ­რად არა­ვინ არა­ფერს გავ­ნებთ, მაგ­რამ ფი­ზი­კურ­ზე მეტი ტკი­ვი­ლი გე­ლო­დე­ბათ და ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია, რო­მელ­საც უკუღ­მა წერთ, მაგ­რამ უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ღირ­სე­უ­ლად გა­ი­მარ­ჯვებს“, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე ხა­ბე­იშ­ვი­ლის გა­მოს­ვლას უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რე­ბის მხრი­დან ხმა­უ­რი და და­პი­რის­პი­რე­ბა მოჰ­ყვა. დი­მიტ­რი სამ­ხა­რა­ძის მხრი­დან ხა­ბე­იშ­ვი­ლის მი­სა­მარ­თით ის­მო­და გი­ნე­ბაც.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა