თეგებით ძიება
10. 06. 2024 მსოფლიო

რუსეთის საგარეო უწყებამ სომხეთს, ბუჩაში ელჩის ვიზიტის გამო, საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

რუსეთმა სომხეთს უკრაინაში სომხეთის ელჩის ვლადიმერ კარაპეტიანის და ერევნის ნორ-ნორკის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიგრან ტერ-მარგარიანის ბუჩას ოლქში ვიზიტის გამო საპროტესტო ნოტა გაუგზავნა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ქმედებას მოსკოვი არამეგობრულ ნაბიჯად მიიჩნევს.

„შეშფოთებულები ვართ მათ მიერ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დახმარების გადაცემით და იქ რუსეთის წინააღმდეგ გაკეთებული მიუღებელი განცხადებებით. ჩვენ საპროტესტო ნოტა გავუგზავნეთ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს“, - განაცხადა ზახაროვამ.

ცნობისთვის, 2 ივნისს კარაპეტიანი და ტერ-მარგარიანი ბუჩას ეწვივნენ და ნორ-ნორკისა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ასევე, მათ უკრაინულ მხარეს ჰუმანიტარული დახმარება გადასცეს. ბუჩაში ვიზიტის დროს ტერ-მარგარიანმა უკრაინის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა. „ვამაყობთ უკრაინელი ხალხის სიმამაცით და ყოველთვის მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ბუჩას და სამხედრო ოპერაციების შედეგად დაზარალებულ სხვა თემებს“, - აღნიშნა ერევნის ნორ-ნორკის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა