თეგებით ძიება

წინა წელთან შედარებით, ბავშვთა სიღარიბე 5,2%-ით გაიზარდა - სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სესიაზე 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში წარადგინა. 386-გვერდიანი ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის 30-მდე მიმართულებას მოიცავს და მასში 2023 წელს გამოკვეთილი ტენდენციები, ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციებია ასახული.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ ბავშვის შესაძლო უფლებადარღვევის შესწავლილი საქმეებიდან, 15%, სწორედ, ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების სიღარიბესა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ეხებოდა. ცხრილი N4949 აღსანიშნავია, რომ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" რეგისტრირებული ბავშვების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 5,2%-ით გაიზარდა, გარდა ამისა, იმ ოჯახების რიცხვი, სადაც ერთი არასრულწლოვანი მაინც ირიცხებოდა,

25,805 იყო, ხოლო ბაზაში პირველად დარეგისტრირდა 45,401 ოჯახი. 950 ამასთანავე, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების ქვეპროგრამის ფარგლებში, ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის კომპონენტში ჩაერთო წლამდე ასაკის 2052 ბავშვი, ხოლო ბავშვიანი ოჯახების საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის კომპონენტში - 5053 ოჯახი. 951 აქვე, შესწავლილი საქმეები ცხადყობს, რომ ცენტრალური პროგრამების გარდა, უმეტეს შემთხვევაში, ოჯახები მუნიციპალურ დონეზეც არიან ჩართულები სხვადასხვა სოციალურ პროგრამაში. ყოველივე ამის მიუხედავად, აპარატის შესწავლის შედეგების თანახმად, წინა წლების მსგავსად, ქვეყანაში მოქმედი მიზნობრივი სოციალური დაცვის ცენტრალური და მუნიციპალური პროგრამები ჯეროვნად ვერ პასუხობს მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებებს. გარდა ამისა, სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიუხედავად, გამოწვევად რჩება ბავშვების მშობლების, მათზე მზრუნველი პირების უნარ-ჩვევების განვითარებისა და ოჯახების დამოუკიდებელი ცხოვრების მიღწევისთვის სათანადო მექანიზმების დანერგვა და სოციალური მუშაობის ეფექტიანი წარმართვა. - ნათქვამია ლევან იოსელიანი ანგარიშში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა