თეგებით ძიება

ორი ნორმა შემოგვაქვს: პროპაგანდის ნაწილში ტელევიზიით ინტიმური შინაარსის სცენები არ გადიოდეს და კინოთეატრში იყოს ასაკობრივი ცენზი - დავითულიანი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონზე

"ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტს და საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტი პირველი მოსმენით კენჭს დღეს უყრის.

საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ განაცხადა, რომ ოპონენტებს ერთ დღიან ვადას აძლევს ინიციატივის სულისკვეთებაზე საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად.

"მგონია, რომ არ დააფიქსირებს ოპოზიცია თავის აზრს ამ საკითხთან მიმართებით და იტყვის, რომ მათთვის ეს აქტუალური არ არის. ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ ვცდილობთ, რომ ხელვყოთ სექსუალური უმცირესობის თემის წარმომადგენელთა უფლებები, მათი უფლებები უნდა იყოს უმაღლეს დონეზე დაცული, ისევე, როგორც ყველა მოქალაქის საქართველოსი.

ჩვენ ორად ორი ნორმა შემოგვაქვს რეალურად: ერთი, რომ პროპაგანდის ნაწილში ტელევიზიებით მსგავსი სცენები ინტიმური შინაარსის არ გადიოდეს, რომ არ ჰქონდეს ხელმისაწვდომობა ამაზე არასრულწლოვნებს და მეორე, კინოთეატრში იყოს ასაკობრივი ცენზი. მეტი ამაში არაფერი არ წერია და რატომ არის ასეთი პრობლემები არ ვიცი," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა