თეგებით ძიება
06. 07. 2024 ბიზნესი

"ბიზნეს სამიტი 2024" - "წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის" და კომპანია "ფეიმ კონსალტინგის" ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა

"წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის" და კომპანია "ფეიმ კონსალტინგის" ორგანიზებით, "ბიზნეს სამიტი 2024" გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ბიზნეს კომპანიებმა შეხვედრები გამართეს და წარადგინეს სხვადასხვა პროექტი.

სამიტმა 20 წარმატებულ ქართველ ბიზნეს-ტრენერს უმასპინძლა, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას სხვადასხვა თემაზე მასტერკლასები შესთავაზეს. სამიტში 300-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა. 

„ბიზნეს სამიტზე ჩართული არის 300-ზე მეტი დელეგატი და შესაძლებლობას აძლევს ბიზნესებს მოახდინონ ერთმანეთთან კომუნიკაცია. ჩვენი მთავარი თემა არის როგორ შევქმნათ წარმატებული ბრენდი და სამიტის ერთ-ერთი პანელი ეთმობა ხელოვნურ ინტელექტს, როგორც ახალ შესაძლებლობას წარმატებული ბრენდის შექმნისთვის. სამიტზე დამსწრე ბიზნესები ძირითადად ასოციაციის წევრი ორგანიზაციები არიან. ჩვენი ასოციაცია 500-ზე მეტ ბიზნესს აერთიანებს, თუმცა ყოველთვიურად გვემატება სხვადასხვა ბიზნესები“, - განაცხადა „წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის“ დამფუძნებელმა, მაია ტატულაშვილმა.

„ეს არის ერთგვარი ჰაბი, სადაც ბიზნესებს აქვთ საშუალება, რომ თავის საკუთარი სერვისები წარმოადგინონ, კომპანიები წარმოადგინონ, გაცვალონ აზრები... წარმოდგენილი არიან სამიტზე სპიკერები ასევე საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ, როგორც პიარის, ასევე მარკეტინგის, გაყიდვების და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ამ სივრცეში ბიზნესის წარმომადგენლებმა და მათი ბიზნესის მომავალმა მომხმარებლებმა გაიცნონ ერთმანეთი, გაცვალონ აზრები და მოხდეს მათი კოჰაბიტაცია“, - აღნიშნა ბიზნეს სამიტის თანაორგანიზატორმა, მაია ბლიაძემ.

სამიტი მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა და დატვირთული იყო სხვადასხვა მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით.

  


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა