საპრეზიდენტო რბოლას არ გამოვეთიშები - ჯო ბაიდენი
საპრეზიდენტო რბოლას არ გამოვეთიშები, – ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წერილში, რომელიც კონგრესში დემოკრატებმა მიიღეს.
წერილში ბაიდენი აღნიშნავს, რომ, პრესაში გავრცელებული სპეკულაციების მიუხედავად, მტკიცედ არის მოწოდებული, ამ რბოლაში დარჩეს და დაამარცხოს დონალდ ტრამპი.
ბაიდენის თქმით, „არ უგულებელყოფს“ ტრამპთან დებატების შემდეგ თავისი კანდიდატურის შესახებ გამოთქმულ შეშფოთებას, თუმცა ამბობს, რომ მან გაიმარჯვა პრაიმერიზში და დემოკრატიული პარტიის ამომრჩევლებმა „სათქმელი თქვეს“.
„არ მივიღებდი მონაწილეობას, რომ არ მჯეროდეს, 2024 წელს დონალდ ტრამპის დამარცხებისთვის საუკეთესო ადამიანი ვიყავი. ერთი დავალება გვაქვს, დავამარცხოთ დონალდ ტრამპი. დემოკრატიული პარტიის ყრილობამდე დარჩენილია 42 დღე, საყოველთაო არჩევნებამდე – 119. სამომავლო ამოცანის შესახებ სიცხადის ნაკლებობა მხოლოდ ტრამპს ეხმარება“, – წერს წერილში ჯო ბაიდენი.