თეგებით ძიება

"ზუსტად ერთ თვეში მისი ოცდახუთი წლის იუბილეა, უკვე ძალიან ჭირს...“ - იზა ომაძე

იზა ომაძე შვილის ნიკო კვარაცხელიას შესახებ პოსტს აქვეყნებს. ერთ თვეში ნიკოს 25 წლის იუბილეა.

იზა ომაძე წერს, რომ სულ უფრო ძნელია იმის წარმოდგენა, რომ ნიკო მესამე წელია, მარადისობაშია.

"სულ ვფიქრობთ, როგორი იქნებოდა ის ოცდახუთი წლის და Levan Gogitadze Art რა სწორი ხედვაა, ღვთისკენ მომზირალი და სამშობლოზე მოფიქრალი ნიკო

ამიტომაც მოისურვა ეშმაკმა მისი ფუზიკური განადგურება, მაგრამ ვერც ნიკო მოკლა და ვერც მისი იდეა – მომავალი ახალგაზრდებისაა, ნიკო კი მარადისობაა…

“დიახ, ხედ მოვალ, მოვალ წვიმად, ისევ ზვარაკად!

მე სვეტიცხოველს შევერწყმები, ზეცად აწვდენილს,

მე იმიერში დავიმკვიდრე მარადისობა,

დედამიწაზე?

გელოდებით სვეტიცხოველში…”

P.S. ზუსტად ერთ თვეში მისი ოცდახუთიწლის იუბილეა, მის გარეშე კი მესამედაბადების დღე და უკვე ძალიან ჭირს რომ წარმოვიდგენთ ამ დღეს…მაგრამ დარწმუნებული ვარ უფლის წყალობით, ქვეყანასაც დაადგება ნათელი და მის ვერაგულ მკვლელობასაც…სვეტიცხოვლის მადლი გეწეოდეთ“, – წერს იზა ომაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა