თეგებით ძიება
25. 07. 2024 მსოფლიო

"მე პატივს ვცემ პრეზიდენტის თანამდებობას, მაგრამ უფრო მეტად მიყვარს ჩემი ქვეყანა" - ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე, მოქმედმა პრეზიდენტმა გუშინ თანამოქალაქეებს ოვალური კაბინეტიდან მიმართა და  ის მიზეზები  აუხსნა, თუ რატომ გადაწყვიტა  გამოეთიშოს საარჩევნო მარათონს და უარი თქვას მეორე ვადით კენჭისყრაზე. 

ბაიდენის განცხადებით, პრეზიდენტის თანამდებობაზე მისი მიღწევები, მეორე ვადას იმსახურებს, მაგრამ დემოკრატიის გადარჩენის გზას წინ არაფერი უნდა გადაეღობოს და ეს ეხება პირად ამბიციებსაც. ბაიდენმა დაადასტურა, რომ უფლებამოსილების ამოწურვამდე პრეზიდენტად დარჩება.  ამ 6-თვიანი პერიოდის პრიორიტეტებად  კი შეერთებული შტატების პრეზიდენტმა  უზენაესი სასამართლოს რეფორმა, ნატოს განმტკიცება, პუტინის შეკავება და კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა დაასახელა

"მე პატივს ვცემ ამ თანამდებობას, მაგრამ უფრო მეტად მიყვარს ჩემი ქვეყანა. ჩემი ცხოვრების პატივი იყო თქვენს პრეზიდენტად ყოფნა. მაგრამ დემოკრატიის დაცვაში, ვფიქრობ, რომ ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი ტიტული. მაძლიერებს და ჩემთვის დიდი სიამოვნებაა ამერიკელი ხალხისთვის მუშაობა. მაგრამ ჩვენი კავშირის სრულყოფის ეს წმინდა ამოცანა, ეს არ არის ჩემზე, ეს გეხებათ თქვენ, თქვენს ოჯახებს, თქვენს მომავალს. ეს ჩვენზეა, ხალხზე. და ჩვენ ამას ვერასდროს დავივიწყებთ," - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ჯო ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რამდენიმე თვეში ამერიკელი ხალხი აშშ-ის მომავლის კურსს აირჩევს.

"რამდენიმე თვეში ამერიკელი ხალხი აშშ-ის მომავლის კურსს აირჩევს. მე გავაკეთე არჩევანი. მე გაგაცანით ჩემი შეხედულებები. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს არაჩვეულებრივ ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს. ის გამოცდილია. ის ძლიერია. მას შეუძლია. ის იყო ჩემთვის წარმოუდგენელი პარტნიორი და ჩვენი ქვეყნის ლიდერი. ახლა არჩევანი თქვენზეა, ამერიკელ ხალხზე: თქვენ აკეთებთ ამ არჩევანს. ჰარისმა სწრაფად გააძლიერა პარტიის მხარდაჭერა და ამ კვირის დასაწყისში გახდა დემოკრატიული პარტიის სავარაუდო კანდიდატი. ახლა ისტორია თქვენს ხელშია. ძალა თქვენს ხელშია. მოდით, ვიმოქმედოთ ერთად ჩვენი დემოკრატიის შესანარჩუნებლად. აქ მეფეები არ მართავენ. აქ ხალხი მართავს. ჩემს გულსა და სულს ვაძლევ ჩემს ერს. იმედი მაქვს, თქვენ გაქვთ წარმოდგენა, თუ რამდენად მადლობელი ვარ ყველა თქვენგანის," - აღნიშნა ბაიდენმა.

აშშ-ის დემოკრატმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 21 ივლისს გამოაცხადა, რომ დემოკრატიული პარტიის და ქვეყნის ინტერესების გამო საარჩევნო მარათონს ეთიშება, პრეზიდენტად კენჭს აღარ იყრის და მხარს უჭერს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის კანდიდატურას. რაც შეეხება რესპუბლიკელების კანდიდატს აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებში, რომელიც 5 ნოემბერს ჩატარდება, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი 45-ე პრეზიდენტი, 78 წლის დონალდ ტრამპი იქნება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა