თურქეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან, სამუშაოებში ჩაერთო 14 თვითმფრინავი, 31 ვერტმფრენი
თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სამ პროვინციაში ტყის ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
სალიკვიდაციო სამუშაოებში 14 თვითმფრინავი, 31 ვერტმფრენი და 265 სახმელეთო მანქანა, ასევე 1400 სატყეო მეურნეობის პერსონალია ჩართული.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძრის შედეგად დაზიანებულია, დაახლოებით 100 ჰექტარი მიწის ფართობი, სამი სოფლიდან კი მოსახლეობაა ევაკუირებული.