გერმანიაში ზოლინგენის ფესტივალზე თავდამსხმელმა დანით 3 ადამიანი მოკლა
გერმანიაში, ზოლინგენის ქალაქში დაარსების 650 წლისთავის ფესტივალზე თავდამსხმელმა დანით 3 ადამიანი მოკლა, სულ მცირე, 8 კი მძიმედ დაშავდა.
მედიის ცნობით, დანით შეიარაღებული პირი გამვლელებს განურჩევლად ესხმოდა თავს.
ზოლინგენმა წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებები სრულად გააუქმა.
პოლიცია ბრალდებულზე დეტალურ ინფომრაციას ჯერ არ ფლობს და სამძებრო სამუშაოებს აწარმოებს, რომლებშიც პოლიციის სპეციალური დანაყოფებიც მონაწილეობენ.
დღეს, 24 აგვისტოს, პოლიციამ 15 წლის პირი დააკავა, რომელსაც, მათი ვარაუდით, ბრალდებული მოხმდარამდე თავდასხმის შესაძლო მოტივებზე ესაუბრა.
პოლიციას თავდასხმის მოტივი ჯერ არ დაუდგენია, თუმცა გენერალური პროკურორის, მარკუს კასპერსის თქმით, ტერორიზმს "ვერ გამორიცხავენ".
ამის შესახებ კასპერსმა, რომელიც ამ საქმეს იძიებს, პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"ზოგადი გარემოებების გათვალისწინებით, ვვარაუდობთ, რომ ტერორისტული აქტის პირველადი ეჭვი ვერ გამოირიცხება". - თქვა კასპერსმა.