თეგებით ძიება

ვირუსი კატასტროფულად ვრცელდება.. როგორ დავიცვათ ბავშვები, სასწრაფო დახმარებით რომ გადაჰყავთ საავადმყოფოებში? - რას წერს ხატია დეკანოიძე?

რატომ იწამლება დასასვენებლად წასული ხალხი ასე სასტიკად? - ნაცმოძრაოობის წევრი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს:

,,მთელს საქართველოს ენტეროვირუსი აქვს. ბავშვები, დიდები – საშინლად მოდებულია. უმძიმესი ვირუსია, მესამე დღეა წონასწორობა დავკარგე სიარულისას.

რა ხდება, ერთი განცხადება მაინც გაავრცელოს ჯანდაცვის სამინისტრომ.

რატომ იწამლება დასასვენებლად წასული ხალხი ასე სასტიკად და შემდეგ, ეს ვირუსი კატასტროფულად ვრცელდება მთელს ქალაქში.

როგორ დავიცვათ ბავშვები, სასწრაფო დახმარებით რომ გადაჰყავთ საავადმყოფოებში?

მილიონი კორპუსი ჩადგეს ბათუმში მოუწერიგებელი საკანალიზაციო სისტემით;

დაავადებათა კონტროლოს ცენტრს მთავარი ფუნქცია გამოაცალეს, სულ არ აინტერესებთ ამ სიცხეში ავადმყოფი ბავშვები;

მთავარია, ივანიშვილი ზის მინის კოლბაში..” - წერს დეკანოიძე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა