„Evolution Georgia-ში დასაქმებულ ორ გაფიცულს და მის თანმხლებ გოგოს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ“ - რა ინფორმაცია ვრცელდება?
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ევოლუშენში“ დასაქმებულ ორ გაფიცულს და მათ თანხმლებ პირებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„ერთი საათის წინ საკუთარ საცხოვრებელ სახლთან თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ კაზინო Evolution Georgia-ში დასაქმებულ ორ გაფიცულს, Kamil Azimovi-ს და მის თანმხლებ გოგოს.
კამილი თავდასხმას მის მიმართ კომპანიის შურისძიებას უკავშირებს გაფიცვის და პროტესტში მონაწილეობის გამო და აცხადებს რომ თავდამსხმელები იყვნენ პირბადეებში და სათვალეებში რათა ვერ შეძლებოდა მათი ამოცნობა.
მოგიწოდებთ ევოლუშენ ჯორჯიაში გაფიცვის თითოეულ ორგანიზატორს, იყავით ყურადღებით და გადაადგილებისას გამოიჩინეთ სიფრთხილე!“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.