„მიუხედავად იმისა, რომ შვილმკვდარი ქალი ვარ, ამაზე რთული სამი წელი მე არ მქონია“ – მაია ასათიანი
მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემის სტუმარია, რომლის ეთერშიც განვლილი სირთულეების და ცვლილებების შესახებ საუბრობს.
„ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე ვამბობ ხოლმე, რომ რადგან ცუდად არ ვარ, კარგია. კარგად ვარ და მომწონს ჩემი თავის ახლებური ვერსია.
მაინტერესებს ჩემი თავის შეცნობა. მიკვირს ადამიანების, რომლებიც არ იცვლებიან. მგონია, რომ შეცვლილი ვარ.
ამ სამმა წელმა ძალიან შემცვალა და მიუხედავად იმისა, რომ შვილმკვდარი ქალი ვარ, ამაზე რთული სამი წელი მე ცხოვრებაში არ მქონია“, – ამბობს მაია ასათიანი.