"ასეთ მწარე სიკვდილს არ იმსახურებდით ძმებო" - რას წერს წერს ცნობილი "ინფლუენსერი" მის ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ?
რუსეთ-უკრაინის ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. გარდაცვლილი 24 წლის ლევან ლოხიშვილია.
ლევან ლოხიშვილი ხერსონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებისას დაიღუპა. უკრაინაში მებრძოლი ქართველების ცნობით, ის აფეთქებას ემსხვერპლა. მასთან ერთად ასევე გარდაიცვალა სამი უკრაინელი მებრძოლი.
ლევან ლოხიშვილი ცნობილი "ინფლუენსერის" თამაზ ლოხიშვილის (თამაზას) ძმაა.
24 წლის ლოხიშვილი უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან ბრძოლობს. მას სამშობლოში ორშაბათს ჩამოასვენებენ.
"ასეთ მწარე სიკვდილს არ იმსახურებდით ძმებო" - წერს ცნობილი ინფლუენსერი. ცნობილია, რომ მას მეორე ძმა 2001 წელს ავარიით დაეღუპა.
"2001 წელს ძმა გარდამეცვალა ბიძაჩემთან ერთად, ავარია მოხდა, მანქანა აფეთქდა. შიგ ჩაიწვნენ… ჩემმა ძმამ 18 დღე იცოცხლა, ბიძაჩემმა 3.
ერთი ძმა მყავს, 22 წლის. როგორც კი ომი დაიწყო, უკრაინაში, მესამე დღეს წავიდა თავის ძმაკაცებთან ერთად" - ამბობდა ის ერთ-ერთ გადაცემაში.