ღმერთმა დალოცოს ყველა ადამიანი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო სამების ტაძრის მშენებლობაში, მინდა, განსაკუთრებით გამოვყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის წვლილი - მეუფე შიო
ღმერთმა დალოცოს ყველა ადამიანი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო და შემოწირულება გაიღო ამ ტაძრის მშენებლობაში. მინდა, განსაკუთრებით გამოვყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის წვლილი, რომლის შემოწირულებამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა ამ ტაძრის მშენებლობის საქმეში, - განაცხადა სამების ტაძარში ქადაგებისას მეუფე შიო მუჯირმა.
მეუფემ მორწმუნეებს გიორგობის დღესასწაული მიულოცა.
„გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მოლოცვას და კურთხევას. წმინდა მოწამეებს არავის და არაფრის ეშინოდათ. მისი [წმინდა გიორგის] ღვაწლი იყო მძიმე, მაგრამ ღვთის წყალობაც მასზე იყო განსაკუთრებული. ეს გამოვლინდა იმაში, რომ თვით უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა მას. წმინდა გიორგისთვის ჭეშმარიტი გზა და ცხოვრება იყო უფალი ჩვენი იესო ქრისტე. დღეს გავიდა ზუსტად 20 წელი წმინდა სამების საკათედრო ტაძრის კურთხევიდან, რომელშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით.
მინდა, თქვენთან ერთად დიდი სიყვარულით მივულოცო წმინდა გიორგობაც, ამ ტაძრის კურთხევიდან 20 წლის თავიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, მადლობა ვუთხრათ უფალს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ურთულეს პერიოდში, ურთულეს ათწლეულებში მოგვივლინა ასეთი ბრძენი და სულიერი საჭეთმპყრობელი. ღმერთმა დალოცოს ყველა ადამიანი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო და შემოწირულება გაიღო ამ ტაძრის მშენებლობაში. მინდა, განსაკუთრებით გამოვყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის წვლილი, რომლის შემოწირულებამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა ამ ტაძრის მშენებლობის საქმეში“, - აღნიშნა მეუფე შიომ.