პასუხისმგებელ პირებს, მათ შორის, ივანიშვილს, სანქციები სწრაფად უნდა დაუწესდეთ - იუკნევიჩიანე
ევროკომისიამ და ევროკავშირის საბჭომ დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებელ საქართველოს ოფიციალური პირებს, მათ შორის კობახიძეს, კალაძეს, პაპუაშვილს, ღარიბაშვილსა და ივანიშვილს, პიროვნული სანქციები სწრაფად უნდა დაუწესოს. ეს დაყოვნების გარეშე უნდა მოხდეს, როგორც ევროპარლამენტის გუშინდელ რეზოლუციაში არის მოთხოვნილი - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე X-ზე წერს.