არასრულწლოვნების გადარჩენის დროა! გამოაცხადეთ საგანგებო მდგომარეობა!!!! - ლალი მოროშკინა
თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე ჟურნალისტი ლალი მოროშკინა ხელისუფლებას მიმართავს:
„ხომ ხედავთ,რომ ბავშვებს ურიგებენ აირწინაღებს???
ხომ იცით,რომ საკრალური მსხვერპლი ჭირდებათ?
არ მიმართოთ დაშლის ძალადობრივ ხერხს!!!!
გათენდეს და კანონით იმოქმედეთ.
გამოაცხადეთ საგანგებო მდგომარეობა!!!!
ის ვიგინდარა,რომელიც ბავშვებს ურიგებს აირწინაღებს,
ცალკე თემაა-ახლა ამის დრო არაა!!!!
არასრულწლოვნების გადარჩენის დროა!“ - წერს ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.