თეგებით ძიება

უნდა მივაწვეთ ბოლომდე, უკან დასახევი აღარ არის, გზა მოჭრილია - გიორგი ვაშაძე

ჩვენ აუცილებლად უნდა მივაწვეთ ბოლომდე. უკან დასახევი აღარ არის, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ვაშაძის თქმით, უნდა იბრძოლონ ბოლომდე.

„ზღვა ხალხია მოსული. ასევე მივესალმები, რომ რეგიონებში არის დიდი აქტივობა – ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვინც არ გამოსულა, მოვიდნენ, არსად გავდივართ, პირიქით, ახლა არის გამძლეობის ბრძოლა და ამ გამძლეობის ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ. თვითგამოცხადებული, თვითმარქვია რეჟიმი ვერცერთ შემთხვევაში ვერ გაიტანს თავისას და ჩვენ აუცილებლად უნდა მივაწვეთ ბოლომდე. უკან დასახევი უკვე აღარ არის. პირდაპირ ვთქვათ, გზა მოჭრილია, უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა