თეგებით ძიება

ეგეთი „მშვიდობიანი" მომიტინგეები ამხობდნენ კანონიერ ხელისუფლებას 1991 წლის დეკემბერში - გიორგი გამსახურდია ზურაბიშვილს

გიორგი გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ეს არარაობა ქალი, რამდენიმე დღე კიდევ ითვლება პრეზიდენტად. ეს ამორალიზმის და ანტისახელწიფოებრიობის ქრესტომათიული მაგალითი, პოლიციელებზე განხორციელებულ უპრეცედენტო ძალადობას ვერ ხედავს და ფოკუსირდება, ეგზალტირებული მასების დასაშოშმინებლად გამოყენებულ პროპორციულ ძალაზე. ამას და ამის პატრონებს, ყველა ვიდეო და ფაქტი უნდა ააფარო ცხვირწინ და სამართლებრივი მსვლელობა უნდა მისცეს სახელმწიფომ ამ ცილისწამებას აუცილებლად.

ეგეთი „მშვიდობიანი" მომიტინგეები ამხობდნენ კანონიერ ხელისუფლებას 1991 წლის დეკემბერში, რომლებსაც შენ და შენი ქმარი (შენი შვილის ნათლია), ხოტბას ასხამდით შემდგომ. ვერ გაგივათ ძალისმიერი სცენარი, საკმარისად ვართ ის ადამიანები, ვინც კონსტიტუციური წყობილების სადარაჯოზე ვიდექით და ვდგავართ“, - წერს გიორგი გამსახურდია.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ ყოვლად მიუღებელია ის, რაც ახლა რუსთაველის გამზირზე ხდება მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა, დევნა, დაკავება, დაკავებულების მიმართ სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორება, მედიაზე მიზანმიმართული თავდასხმები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა