ვხედავთ ძალის გადამეტებულ გამოყენებას, რაც სრულიად გაუმართლებელია ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში - ჰერბსტი
"ატლანტიკური საბჭოს" წევრი ჯონ ჰერბსტი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს "ტრაგიკულს" უწოდებს. ამის შესახებ მან "ამერიკის ხმასთან" ისაუბრა. ამერიკელი მაღალჩინოსანი "ქართულ ოცნებას" დემონსტრანტების დევნის და ცემის გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ მსგავსი ქმედებები მიუღებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.
ეს ტრაგიკული სიტუაციაა, ჩანს, დევნიან დემონსტრანტებს, რომლებიც გავიდნენ არც თუ დამაჯერებელი საპარლამენტო არჩევნების წინააღმდეგ და ვხედავთ ძალის გადამეტებულ გამოყენებას, რაც სრულიად გაუმართლებელია ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში. ვხედავთ ჟურნალისტების ცემას ქუჩაში. ეს კიდევ ერთი მიზეზია, რატომ უნდა გადავდგათ კონკრეტული და მკაცრი ნაბიჯები, - ამბობს ჯონ ჰერბსტი.
შეგახსენებთ, საპროტესტო გამოსვლები თბილისში 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.