აშშ-მ ჩვენ დაგვიცვა რუსეთის თავდასხმისგან და გადაარჩინა საქართველო 2008 წელს, ახლა ვრჩებით დაცვის გარეშე რუსეთის პირისპირ - მიხეილ სააკაშვილი
ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, აშშ-მა დაიცვა საქართველო რუსეთის თავდასხმისგან და გადაარჩინა 2008 წელს.
როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, სტრატეგიული პარტნიორობის შეწყვეტით საქართველო რჩება დაცვის გარეშე რუსეთის პირისპირ.
„სტრატეგიულ პარტნიორობას ამერიკასთან ხელი მოეწერა ჩემი პრეზიდენტობის დროს, 2009 წლის 9 იანვარს. შეგახსენებთ, რომ აშშ-მ ჩვენ დაგვიცვა რუსეთის თავდასხმისგან და გადაარჩინა საქართველო 2008 წელს.
ახლა, როდესაც ამათ დროს შეწყდა სტრატეგიული პარტნიორობა, ჩვენ ვრჩებით დაცვის გარეშე რუსეთის პირისპირ“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.