„პროცესი მთლიანად ახალ თაობას მიყავს. სტიქიურად და ამასთანავე განსაკუთრებული სიბრძნით და შემართებით“ - ხუხაშვილი
საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება:
ფსევდო-ინტელექტუალ, მედროვე გამპრავებელ ქოცებთან, კობახიძის გადაპატიჟებას რომ ელოდებიან ტრამპის ინაგურაციაზე, სათქმელი არაფერი მაქვს. ზოგს “შეაყარე კედელს ცერცვი” უხდება, ზოგს კი “მგლის თავზე სახარების კითხვა”
აი, ნამდვილად ინტელექტუალურ გამპრავებლებს ვეტყვი - ხომ ხედავთ, რომ აქ უკვე პოლიტიკა და პოლიტიკოსები არაფერ შუაში არიან. პროცესი მთლიანად ახალ თაობას მიყავს. სტიქიურად და ამასთანავე განსაკუთრებული სიბრძნით და შემართებით.
ახლა კი ვკითხავ - იცით რაიმე პრეცედენტი, რომ წარსულს, ან თუნდაც აწმყოს მომავალი დაემარცხებინოს?!
მომავალი ყველა შემთხვევაში დადგება და თქვენი ინტელექტუალური ოპუსები ისტორიის სანაგვეზე აღმოჩნდება… - წერს ხუხაშვილი.