უკრაინა რუსეთს მეორე სამშვიდობო სამიტზე მიიწვევს - ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინა რუსეთს მეორე სამშვიდობო სამიტზე მიიწვევს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Kyodo News-თან ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, უკრაინულმა მხარემ უკვე მოამზადა დეტალური დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება „მშვიდობის ფორმულის“ ძირითად პუნქტებს.
„რუსეთი გააკეთებს ყველაფერს, იქნება მრავალი განსხვავებული წინადადება სხვადასხვა მხარისგან და ქვეყნებისგან, რათა შეაჩერონ „მშვიდობის ფორმულისა“ და სამშვიდობო სამიტის სიცოცხლისუნარიანობა. ისინი ახლა ამაზე მუშაობენ. დოკუმენტი უკვე მზად არის და ჩვენ ველოდებით ყველა ქვეყნის ერთიან პოზიციას ინაუგურაციის შემდეგ. ჩვენ ველოდებით პრეზიდენტ ტრამპის დამოკიდებულებას ამ დოკუმენტთან დაკავშირებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მომდევნო ნაბიჯებისთვის მზად მხოლოდ მას შემდეგ იქნება, როცა კიევი მოისმენს ქვეყნების რეაქციას ამ დოკუმენტზე.
„ჩვენ არ ვამბობთ უარს ჩვენს პოზიციაზე, როგორც ყველა ლიდერს სურდა, რომ რუსეთი უნდა ყოფილიყო მეორე სამიტზე, მაგრამ ნახავთ – რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა გააუქმოს „მშვიდობის ფორმულა“, გააუქმოს სამიტი და შემდეგ გააუქმოს მეორე სამიტზე დასწრების შესაძლებლობა, ის არ არის დაინტერესებული ომის დასრულებით, პუტინი არ არის დაინტერესებული მშვიდობით“, – განაცხადა ზელენსკიმ.