რუსთაველის გამზირი გადაკეტილია - პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
რუსთაველის გამზირი ისევ პროტესტის ეპიცენტრია. დედაქალაქის ცენტრში უამრავი ადამიანია შეკრებილი. მთავარი გამზირი ხალხის სიმრავლის გამო უკვე გადაიკეტა.
მოქალაქეები ამბობენ, რომ არაფრის ეშინიათ და იბრძოლებენ იქამდე, ვიდრე ქვეყანა ევროპულ კურსს არ დაბრუნდება.
პარალელურად, ჭიჭინაძის და ჩიტაძის ქუჩაზე პოლიციაა მობილიზებული. სამართალადცველები არიან პარლამენტის შიდა ტერიტორიაზეც.