„ჩემმა 8 წლის შვილმა ანიტამ ხაჭოს ღვეზელები გამოაცხო აქციის მონაწილეებისთვის“ - გოგა ჩანადირი
ფოტოჟურნალისტი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს:
ჩემმა 8 წლის შვილმა ანიტამ ხაჭოს ღვეზელები გამოაცხო აქციის მონაწილეებისთვის. ხოდა, დღეს რუსთაველზე, "ო კაფეს" მიმდებარედ დედიკომ დაურიგა მომიტინგეებს ცხელ ჩაისთან ერთად. ზოგისთვის წყალიც იყო.
აი, 8 წლის ბავშვი რომ ასე ფიქრობს, ქვეყანა და ადამიანები უყვარს და თანადგომაზე ფიქრობს და ზრუნავს, ევროპული მომავლის მნიშვნელობას რომ იაზრებს, ხვდები, რომ ბედნიერი ხარ - წერს გოგა ჩანადირი.