თეგებით ძიება

"საიდან გაიზარდა ასეთი ხალხი? პოლიციის აკადემიაში თუ ასეთ სიმხეცეს ასწავლიან, დაიხუროს ის აკადემია" - ლეო ანთაძე სპეცრაზმსა და მიმდინარე მოვლენებზე

"მო­ვუ­წო­დებ ახალ­გაზ­რდებს, რომ არ ჩა­ა­გონ ხმა­ლი ქარ­ქაშ­ში, რომ და­ი­წყებ საქ­მე ბო­ლომ­დეც უნდა მი­იყ­ვა­ნონ და ასეც იქ­ნე­ბა, ეს დამ­თავ­რდე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად გა­მარ­ჯვე­ბით, ისე რო­გორც ახალ­გაზ­რდებს უნ­დათ", - ამის შე­სა­ხებ მსა­ხი­ობ­მა ლეო ან­თა­ძემ გა­და­ცე­მა "რე­აქ­ცი­ა­ში" გა­ნა­ცხა­და.

ის მწვა­ვედ აკ­რი­ტი­კებს სა­პო­ლი­ციო ძა­ლე­ბის ქმე­დე­ბას და ამ­ბობს, რომ რა­საც სპეც­რაზ­მი ახალ­გაზ­რდებს უკე­თებს, სა­დიზ­მი და არა­ა­და­მი­ა­ნო­ბაა.

"თით­ქოს ნე­ტა­რე­ბას გა­ნიც­დი­ან ბავ­შვე­ბის ცე­მა­სა და წა­მე­ბა­ში. დაგ­დე­ბულ კაცს, რომ კიდე წიხლს ურტყამ, ეს არა­ა­და­მი­ა­ნო­ბაა. სა­ი­დან გა­ი­ზარ­და ასე­თი ხალ­ხი? პო­ლი­ცი­ის აკა­დე­მი­ა­ში ასეთ სიმ­ხე­ცეს თუ ას­წავ­ლი­ან და­ი­ხუ­როს ის აკა­დე­მია. ასე შე­იძ­ლე­ბა აღ­ზარ­დო ადა­მი­ა­ნი, რომ ასე­თი მხე­ცი იყო. გა­მე­ტე­ბით სცე­მენ ახალ­გაზ­რდებს. მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ხდე­ბა ახალ­გაზ­რდე­ბის მო­წამ­ვლა, თუ რა არის? აირ­წი­ნა­ღებს რა­ტომ უშ­ლი­ან.

ბოლო გა­ფარ­თხა­ლე­ბაა ამა­თი, კუ­თხე­ში არი­ან მიმ­წყვდე­ულ­ნი, ვირ­თხას რომ მი­იმ­წყვდევ, შე­იძ­ლე­ბა გი­კ­ბი­ნოს, ყვე­ლა ღო­ნეს ხმა­რო­ბენ, რომ ჩა­ახ­შონ, მაგ­რამ არ გა­მო­ვა ეგ ამ­ბა­ვი, ქარ­თვე­ლი ადა­მი­ა­ნი სხვა მენ­ტა­ლი­ტე­ტი­საა, ეშ­ლე­ბათ მა­გათ, რაც უფრო მეტ წნეხს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ უფრო უკუ­რე­აქ­ცი­ას მი­ი­ღე­ბენ, ამას ვხე­დავთ ყო­ველ­დღი­უ­რად, არ და­იშ­ლე­ბა ეს ხალ­ხი" - გა­ნა­ცხა­და ლეო ან­თა­ძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა