ვიცე-პრემიერად ვახტანგ გომელაურის დანიშვნა მანამდეც აქტიურად განიხილებოდა, თუმცა გარკვეულმა გადაწყვეტილებებმა ეს დააჩქარა - ირაკლი კობახიძე
ვიცე-პრემიერად ვახტანგ გომელაურის დანიშვნა აქტიურად მანამდეც განიხილებოდა, თუმცა გარკვეულმა გადაწყვეტილებებმა ეს ჩვენი გადაწყვეტილება დააჩქარა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ვახტანგ გომელაურს საქართველოს ვიცე-პრემიერის პოზიციაზე წარმატება უსურვა.
„ვახტანგ გომელაურის დანიშვნა საქართველოს ვიცე-პრემიერად მანამდეც განიხილებოდა აქტიურად, თუმცა გარკვეულმა გადაწყვეტილებებმა ჩვენი გადაწყვეტილება დააჩქარა. მინდა, ვახტანგ გომელაურს წარმატებები ვუსურვო საქართველოს ვიცე-პრემიერის პოზიციაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.