ჯო ბაიდენმა ჯიმი კარტერის გარდაცვალების გამო 9 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ის 39-ე პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის გარდაცვალების გამო 9 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.
"2025 წლის 9 იანვარს გლოვის ეროვნულ დღედ ვაცხადებ მთელ შეერთებულ შტატებში. მოვუწოდებ ამერიკელ ხალხს, შეიკრიბონ თავიანთ სალოცავ ადგილებში ამ დღეს, რათა პატივი მიაგონ პრეზიდენტ ჯეიმს ერლ კარტერ უმცროსის ხსოვნას“, - აცხადებს ჯო ბაიდენი.
ინფორმაციისთვის, ჯიმი კარტერი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, მათ შორის მელანომა.
კარტერი შეერთებული შტატების პრეზიდენტი 1977-1981 წლებში იყო.