ჯო ბაიდენმა ჯიმი კარტერის გარდაცვალების გამო აშშ-ში გლოვა გამოაცხადა
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ჯიმი კარტერის გარდაცვალების გამო გლოვა გამოაცხადა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
ბაიდენის მიერ გამოცემული განკარგულების თანახმად, 30 დღის განმავლობაში აშშ-ის ტერიტორიაზე, მათ შორის საჯარო შენობებზე, სამხედრო ბაზებზე, სასამართლოებსა სამხედრო-საზღვაო ბაზებზე ქვეყნის დროშები დაშვებული იქნება.
დროშები უნდა დაუშვან აგრეთვე საზღვარგარეთ აშშ-ის საელჩოებმა, საკონსულოებმა და სხვა ორგანიზაციებმა.
კარტერი 100 წლის ასაკში გუშინ გარდაიცვალა. ის აშშ-ის 39-ე პრეზიდენტი იყო 1977-1981 ელებში „დემოკრატიული“ პარტიიდან. სამშვიდობო მოღვაწეობისთვის კარტერმა მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო 2002 წელს.