თეგებით ძიება

საქპატენტმა "თოვლის ბაბუა" ინტელექტუალურ საკუთრებად დაარეგისტრირა

საქპატენტმა "თოვლის ბაბუა" ინტელექტუალურ საკუთრებად დაარეგისტრირა.  ამის შესახებ ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს.

"თოვლის ბაბუა ადამიანებში სიკეთის კეთების მარადიული და დაუძლეველი სურვილის მტკიცებულება და ამ სიკეთის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც ჭეშმარიტად შეგვიძლია მივიჩნიოთ, როგორც კაცობრიობის ინტელექტუალური შემოქმედების ბრწყინვალე ნიმუში, სიკეთის კეთების სადღესასწაულო გზა და ფორმა. არა მხოლოდ ჩვენთან, საქართველოში, არამედ მთელ სამყაროში ყველაფერს კარგს სჭირდება დაცვა, მოვლა და პატრონობა.  მხოლოდ უფალს ყოვლისშემძლესა და ყველას მფარველს არ სჭირდება დაცვა, აი ადამიანებში ღმერთის რწმენას, როგორც სიკეთის, სიყვარულისა და იმედის უშრეტ წყაროს მუდმივად უნდა გაფრთხილება. სწორედ ამიტომ, "თოვლის ბაბუა", როგორც საქართველოს ინტელექტუალური საკუთრება,  საქპატენტში იქნება დაცული.“- ნათქვამია საქპატენტის განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა