"41-ე დაბადების დღეს გილოცავ იმიერში, ჩემი დარდის, ფიქრის და ტკივილის მიზეზო...“ - გელა დაიაური
პოეტი გელა დაიაური სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და დაღუპულ მეუღლეს, თეონა ქუმსიაშვილს დაბადების დღეს ულოცავს.
"41-ე დაბადების დღეს გილოცავ იმიერში, ჩემი დარდის, ფიქრის და ტკივილის მიზეზო... ჩემი არსების ნაწილო... უფალმა დაგიმკვიდროს ადგილი სასუფეველში, სადაც მართალნი განისვენებენ...“ - წერს დაიაური.
შეგახსენებთ, 2010 წელს ხევსურეთში, სოფელ მუცოსთან, დღესასწაულ ათანგენობიდან წამოსული ორი ოჯახი მანქანით მდინარეში გადავარდა და შვიდი მგზავრის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ავტოკატასტროფის დროს მდინარეში დაიხრჩვნენ გელა დაიაურის ცოლ-შვილი - თეონა ქუმსიაშვილი, 2 წლის დემეტრე და ცხრა თვის ჯარჯი. ასევე, თეონას და – ნათია, ბერდია და სოფიკო არაბულები 4 თვის შვილთან, მამუკა არაბულთან ერთად.