იმ ადამიანის მკაცრად დასჯას მოითხოვდნენ, რომელმაც ევროკავშირის დროშა დაწვა, იმის მიუხედავად რომ ონკოლოგიური პრობლემები ჰქონდა - რას იხსენებს ნუკრი შოშიაშვილი
ანალიტიკოსი ნუკრი შოშიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
მე მართლა არ მიხარია არავის დაჭერა. იმ არგუმენტსაც მივიღებდი, რომ მაგალითად პოლიციელზე სილის გაწნა სიმბოლური აქტია და ესე მკაცრად არ უნდა შევხედოთ ამ ამბავს, მაგრამ ამ ყველაფერში არის ერთი მაგრამი...
გვახსოვს ალბათ ადამიანმა ევროკავშირის დროშა რომ დაწვა, რაც სიმბოლური აქტია, ის მხარე ეხლა რომ სიმბოლურ აქტზე ესე დარდობს, როგორ ერთხმად მოითხოვდნენ, რომ უმკაცრესად დაესაჯად ეს ადამიანი და ციხეში დაეჭირათ, იმის მიუხედავად რომ ამ ადამიანს ონკოლოგიური პრობლემები ჰქონდა (ანუ ჰუმანიზმის მინინალური დოზა არ გამოუჩენიათ ამ დროს, სწორედ სიმბოლურ აქტის გამო). ასევე გვახსოვს, როდესაც ნინო ლომჯარია იყო სახალხო დამცველი, ვაკის პარკში ვიღაცამ "შეაგინა" და ის ადამიანი დაიჭირეს - გინებაც სიმბოლური აქტია, არც ამის გამო გამოსულან და არ უთქვამთ რომ არ შეიძლება ადამიანებს იჭერდნენ სიტყვიერი ლანძღვის გამო. გვახსოვს რომ სწორედ სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო რამოდენიმე ადამიანი დაჭერილია, ე.წ კრიტიკულ მედიის წარმომადგენლების მიერ. არც ამაზე უთქვამთ ლიბერალებს რომ ამის გამო არ უნდა იჭრდნენ ადამიანებსო.
მაშინ რა გამოდის, რომ ისინი არა სიმბოლური ჟესტის გამოხატვის უფლებას იცავენ, არამედ უბრალოდ "თავისიანებს" იცავენ და მარტივი პრინციპით მოქმედებენ: "რისი უფლებაც ჩვენ გვაქვს, იმის უფლება თქვენ არ გაქვთ".
წარმოვიდგინოთ, მე რომ გავაწნა სილა პოლიციელს, მეორე მხარე ხომ ეგრევე დაიწყებს იმაზე საუბარს, რომ სასტიკად უნდა დამსაჯონ, რომ კანონის ყველაზე მკაცრი ფორმებით უნდა დამსაჯონ და რომ ნუკრი შოშიაშვილი არ იმსახურებს თავისუფლებაზე ყოფნა და ხანგრძლივი პატიმრობას იმსახურებს.
მთელი გულით გეუბნებით, მე არ ვარ იმის მომხრე რომ ეს ადამიანები მძიმედ დაისაჯონ ე.წ სიმბოლური აქტის გამო, მართლა არ ვარ - იურისტი არ ვარ და არ ვიცი როგორაა იურიდულად, მაგრამ მგონია რომ ეს დარღვევა არ არის ისეთი პრობლემური, რომ კანონმა მთელი სიმკაცრით იმოქმედოს, მაგრამ ეს "მაგრამ" ცვლის ყველაფერს - აქ პრინციპი დგება, ვართ თუ არა ყველა თანასწორი კანონის წინაშე თუ უბრალოდ ერთ მხარეს ეს უნდა ეპატიოს და მეორეს არა?
ეხლა მე ისეთი პოზიცია მექნება ამ შემთხვევაში - რომ ერთი მხრივ შინაგანად არ მოვითხოვ მზიას და სხვა მსგავსი ადამიანების მკაცრ დასჯას (პატიომრობას, თუმცა სხვა ღონიძიება, როგორიცაა საზოგადოებრივად სასარგებლო საქმის კეთება და ა.შ თავისუფლად შეიძლება), მაგრამ მეორე მხრივ როდესაც ვიცი, რომ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი არ მუშაობს და რომ ვიცი, რომ ჩემ შემთხვევაში ეს საზოგადოება სულ სხვა რამეს მოითხოვდა - უმკაცრეს სასჯელსა და დიდხნიან პატიმრობას - ცოტა გაორებულად ვგრძნობ თავს და სოლიდარობის განცდა არ გამაჩნია, იმიტომ რომ პრინციპის დონეზე თვითონ ე.წ ლიბერალურმა საზოგადოებამ დაარღვია თანასწორობის პრინციპი და ეს დარღვევა იმის წინაპირობაა, რომ კანონი მკაცრი იყოს სხვებთან და მსუბუქი ლიბერალებთან მიმართებაში, რაც პრინციპულად მიუღებელია - წერს ნუკრი შოშიაშვილი.