თეგებით ძიება

“თუ ვინმეს ეშინია, რომ ვეღარ მოახერხებს სიცრუის გავრცელებას და სიძულვილის ტირაჟირებას, ეს მისი პრობლემაა“ - ირაკლი კობახიძე

“თუ ვინ­მეს ეში­ნია, რომ ვე­ღარ მო­ა­ხერ­ხებს სიც­რუ­ის თა­ვი­სუფ­ლად გავ­რცე­ლე­ბას და სი­ძულ­ვი­ლის თა­ვი­სუფ­ლად ტი­რა­ჟი­რე­ბას, ეს მისი პრობ­ლე­მაა, მაგ­რამ ვფიქ­რობთ, რომ სიც­რუე და სი­ძულ­ვი­ლი ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი ეროვ­ნუ­ლი გა­მოწ­ვე­ვაა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, შე­სა­ბა­მი­სად, სა­ჭი­როა ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი“, - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც მე­დი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ა­ნონ­სე­ბულ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბებს გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მისი თქმით, ცვლი­ლე­ბე­ბი, რა­ზეც სა­უ­ბა­რია, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ურ და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლებ­რივ პრინ­ცი­პებ­თან იქ­ნე­ბა თავ­სე­ბა­დი.

“იცით, რომ სიც­რუე და სი­ძულ­ვი­ლი არის ლი­ბე­რა­ლუ­რი ფა­შიზ­მის მთა­ვა­რი ია­რა­ღი, რა­საც იყე­ნებ­და “დიფ სთე­ი­თი“ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. რო­დე­საც სა­უ­ბა­რია მე­დი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბებ­ზე, ერ­თა­დერ­თი, რა­საც ეს ცვლი­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა შე­ე­ხე­ბო­დეს, სიც­რუ­ე­სა და სი­ძულ­ვი­ლის გავ­რცე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხია. თუ ვინ­მეს ეში­ნია, რომ ვე­ღარ მო­ა­ხერ­ხებს სიც­რუ­ის თა­ვი­სუფ­ლად გავ­რცე­ლე­ბას, სი­ძულ­ვი­ლის ტი­რა­ჟი­რე­ბას, ეს მისი პრობ­ლე­მაა, მაგ­რამ ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ სიც­რუე და სი­ძულ­ვი­ლი ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი ეროვ­ნუ­ლი გა­მოწ­ვე­ვაა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და შე­სა­ბა­მი­სად, აქ არის სა­ჭი­რო ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რა თქმა უნდა, ყო­ველ­გვა­რი ცენ­ზუ­რის გა­რე­შე, იმ ძი­რი­თა­დი უფ­ლე­ბე­ბის შე­ლახ­ვის გა­რე­შე, რა­საც მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა ჰქვია.

ბუ­ნებ­რი­ვია, სა­უ­ბა­რია ისეთ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა­ზე, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა თა­ვი­დან ბო­ლომ­დე თავ­სე­ბა­დი ჩვენს კონ­სტი­ტუ­ცი­ურ და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლებ­რივ პრინ­ცი­პებ­თან“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა