თეგებით ძიება

არქიტექტორებმა 2024 წლის 6 ყველაზე უჩვეულო ცათამბჯენი დაასახელეს

არქიტექტურული ჟურნალის Dezeen-ის ექსპერტებმა 2024 წლის 10 ყველაზე უჩვეულო ცათამბჯენი დაასახელეს. გთავაზობთ ჩამონათვალს:

One Za’abeel არაბთა გაერთიანებული საემიროები

იაპონური არქიტექტურული ფირმა Nikken Sekkei-ს მიერ შექმნილ წყვილ ცათამბჯენს მსგავსი შენობებისგანსაჰაერო ხიდი განასხვავებს. ესაა ოთხსართულიანი შენობა, რომელიც ექვსზოლიანი ავტომაგისტრალის ზემოთ, 100 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. უჩვეულო ხიდი პირდაპირ მაღალსართულიან შენობებზეა მიმაგრებული, რითაც ქალაქის ცენტრში ოპტიკურ კარიბჭეს ქმნის.

-2

One Domino Square ამერიკიდან

კიდევ ერთი წყვილი ცათამბჯენი კომპანია Selldorf Architects-მა ძალიან საინტერესო ადგილზე - ბრუკლინის სანაპიროზე, უილიამსბურგის ხიდსა და Domino-ს შაქრის ქარხანას შორის ააშენა. შენობის ფასადი მოაპირკეთეს მარგალიტისფერი ფაიფურის ფილებით, რომლებიც ამინდის მიხედვით, ფერს იცვლიან. 

-3

One High Line ამერიკიდან

კომპანია BIG-მა 91 და 122 მეტრიანი ცათამბჯენების წყვილი ნიუ-იორკში ააშენა. პროექტის მოხრილი კედლები ტყუპებს ინდუსტრიული ზონის სხვა შენობებისგან გამოარჩევს. 

-4

EZ Parque da Cidade ბრაზილიიდან

ჰოლანდიური ფირმა UNStudio-ს 39 და 36 სართულიანი კოშკის წყვილი მიზნად ისახავს ქალაქში „ვერტიკალური ცხოვრების ხელახლა გააზრებას“. სან-ანტონიოში მდებარე ცათამბჯენები უჩვეულო განლაგებით  გამოირჩევიან.

-5

EPIQ ეკვადორიდან

BIG სტუდიის კიდევ ერთი ცათამბჯენი ეკვადორის დედაქალაქ კიტოში  მდებარეობს. 100 მეტრის სიმაღლის შენობა ორი მოღუნული L-ის მაგვარი ფორმის ბლოკისგან შედგება, რომლებიც ღია ტერასების რიგითაა გამოყოფილი. ამავდროულად, ცათამბჯენის ორივე ნაწილს პანორამული ფანჯრები ფარავს, რაც სახლის თითოეულ მაცხოვრებელს ულამაზესი ხედებით ტკბობის საშუალებას აძლევს.  

-6

Transamerica Pyramid ამერიკიდან

ამ სიის სხვა შენობებისგან განსხვავებით, ტრანსამერიკის პირამიდა 1972 წელს გაიხსნა, მაგრამ ცათამბჯენის სრული განახლება მხოლოდ ახლახან დასრულდა.  სტუდია Foster+Partners-ის არქიტექტორებმა 260 მეტრიანი საოფისე შენობის  პირველი სართულის მიმდებარე პარკთან ინტეგრირება შეძლეს.

-7


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა