თეგებით ძიება

მოსიარულე შენობები - როგორ გადაჰქონდათ საბჭოთა კავშირში სახლები ერთი ადგილიდან მეორეზე

1920-1930-იან წლებში საბჭოთა კავშირში მრეწველობის მკვეთრმა ზრდამ  ქალაქებში საცხოვრებელ ფართზე მოთხოვნილების გაზრდა გამოიწვია. 1936 წელს მოსკოვის აღდგენის გენერალური გეგმა შემუშავდა, რომლის მიხედვით რამდენიმე ცენტრალური ქუჩის გაფართოება გადაწყდა.

დედაქალაქის ხელისუფლებას მიზნის მიღწევა რამდენიმე შენობის დანგრევით სურდა, თუმცა, საბოლოოდ, სახლების დანგრევის ნაცვლად, მათი საცხოვრებელ ზონაში უფრო ღრმად გადაეტანა გადაწყდა.

როგორ მოახერხეს ინჟინრებმა 20 000 ტონაზე მეტი წონის მქონე შენობების დაზიანების გარეშე გადატანა? 

-2

დომკრატები და რელსები

შენობების ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა ძალიან შრომატევადი პროცესია, რომლის მომზადებას კვირები ან თვეებიც კი სჭირდება, მაგრამ ვისაც საინჟინრო საქმე ესმის, იცის, რომ ეს სავსებით შესაძლებელია. 

ცნობილი იტალიელი არქიტექტორი არისტოტელე ფიორავანტი პირველი იყო, ვინც 1455 წელს შენობის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა მოახერხა. ეს შენობა სანტა მარია მაჯორეს ეკლესიის 24 მეტრიანი სამრეკლო იყო, რომელიც 13 მეტრით გადაადგილა.

-3

1936 წელს, საბჭოთა კავშირში მეტრომშენის სპეციალისტების ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც ინჟინერი ემანუელ გენდელი ხელმძღვანელობდა. გენდელს უკვე ჰქონდა 300 ტონაზე მეტი წონის ქვესადგურის გადატანის გამოცდილება.

გენდელის ჯგუფის პირველი ამოცანა გადასატანი სახლის საძირკვლისგან გაცალკავება იყო, რაც უძლიერესი დომკრატებისა და სპეციალური ფოლადის ბაგირების დახმარებით გაკეთდა. ამის შემდეგ პერიმეტრის ირგვლივ მზიდი კედლები გამაგრდა და სახლის გარშემო ქამრის მაგვარი მზიდი კონტრუქცია აიგო, რომლის ქვეშაც ლიანდაგები დააგეს. 

შენობის მოძრაობის გზაზე მუშებმა თხრილები გათხარეს, რომლებშიც ბეტონი ჩაასხეს, ზემოდან კი რელსები დაამაგრეს. სწორედ ამ რელსების დახმარებით, სახლი საჭირო მიმართულებით გადაჰქონდათ.

როდესაც მოსამზადებელი სამუშაოები დასრულდა, სახლი ჰიდრავლიკური დომკრატების დახმარებით, ლიანდაგზე გადატანეს და სასურველ ადგილამდე მიიტანეს. 6 პატარა სახლის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანის  შემდეგ უფრო დიდი შენობების გადატანა დაიწყო. მთლიანობაში ომის დაწყებამდე მოსკოვში სულ 23 ქვის სახლი გადაიტანეს, მაგრანმ ყველაზე საინტერესოა, რომ სახლების გადატანა მოსახლეობასთან ერთად,  წყლისა და ბუნებრივი აირის გათიშვის გარეშე მოხდა. 

-4

შენობები თითქმის შეუმჩნევლად მოძრაობდნენ, ამიტომ ბევრი მობინადრე გადაადგილებას ვერ გრძნობდა. ამასთან,  სახლის გადაადგილების დროს წყალმომარაგება, კანალიზაცია, ელექტროენერგია, ტელეფონი და რადიო არ გათიშულა. ამის გაკეთება წინასწარ მომზადებული გაყვანილობების წყალობით გახდა შესაძლებელი. 

ო მის დასრულების შემდგომ სახლების გადატანის პრაქტიკა გაგრძელდა. ბოლო ასეთი ექსპერიმენტი 1983 წელს, მოსკოვის სამხატვრო თეატრის შენობაზე ჩატარდა და დავიწყებას მიეცა, თუმცა სხვა ქვეყნებში ეს დღესაც საკმაოდ მომგებიანი ბიზნესია. მაგალითად, აშშ-ში ერთ-ერთი შენობა 84 კილომეტრზე გადაიტანეს. ესაა რეკორდი, რომელიც დღემდე არავის მოუხსნია.  


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა