კვირის რომელ დღეებში აქტიურდებიან უძრავი ქონების მყიდველები?
უძრავის ქონების ბაზარზე წარმატებულად ოპერირება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, ხოლო გამოცდილმა ბროკერებმა ისიც იციან, რომ ამ სფეროში ერთ წუთსაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. მყიდველები უმეტესად მათთვის ხელსაყრელი შეთავაზებებით ინტერესდებიან, თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია უძრავი ქონება მათ ზუსტად მაშინ შესთავაზო, როცა ეძებენ. ამისათვის კი შემდეგ შეკითხვაზე პასუხი უნდა იცოდე:
კვირის რომელ დღეებში აქტიურდებიან უძრავი ქონების მყიდველები?
როგორც აღმოჩნდა, განცხადებების დათვალიერებას ყველაზე დიდ დროს მყიდველები შაბათ-კვირას უთმობენ. მართალია, უძრავის ქონების განცხადებები კვირის სხვა დღეებშიც ბევრმა ადამიანმა შეიძლება ნახოს, თუმცა SS.ge-ის მონაცემებით, ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებებს პოტენციური მყიდველები შაბათ-კვირას უფრო დიდხანს ათვალიერებენ. შაბათ-კვირას უძრავი ქონების მიმართ ინტერესის ზრდა როგორც ქართული, ისე უცხოური ბაზრისთვისაც დამახასიათებელი ტენდენციაა, რაც შემდეგი მიზეზებით აიხსნება:
მეტი თავისუფალი დრო — სამსახურისგან და ყოველდღიური ვალდებულებებისგან შაბათ-კვირას შედარებით უფრო თავისუფალნი ვართ. ეს ფაქტორი პოტენციურ მყიდველებს საშუალებას აძლევს, რომ უძრავი ქონების განცხადებები აუჩქარებლად და დეტალურად დაათვალიერონ.
ოჯახის წევრების მონაწილეობა — უძრავი ქონების შეძენა ხშირად ოჯახური გადაწყვეტილებაა. შაბათ-კვირას კი, როცა ოჯახის წევრები სახლში არიან, საშუალება აქვთ, ერთად განიხილონ განცხადებები, შეაფასონ შემოთავაზებები და საერთო გადაწყვეტილება მიიღონ.
მშვიდი განწყობა — უძრავი ქონების შეძენა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომლის მიღებასაც მშვიდი განწყობა სჭირდება. შაბათ-კვირა კი ის პერიოდია, როცა სტრესი ნაკლებია, კონცენტრაცია კი — მეტი. ბაზრის საკვლევად და უძრავი ქონების შესარჩევად პოტენციური მყიდველები სწორედ ამ დროს იყენებენ.
წყარო: ss.ge