როგორ შევარჩიოთ სწორად საოჯახო ტექნიკა? - რჩევები
საოჯახო ტექნიკის შეძენა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ყოველდღიური კომფორტის შექმნაში, ამიტომ მისი შერჩევა ყურადღებით უნდა მოვახდინოთ.
საიდან დავიწყოთ საოჯახო ტექნიკის არჩევა?
1.სურვილების სია: პირველ რიგში, განსაზღვრე, კონკრეტულად, რა ნივთები გჭირდება სახლისთვის. ეს სია შეიძლება იყოს დაუსრულებელი, ამიტომ, დაფიქრდი, რა არის მთავარი, რაც განსაკუთრებულად გჭირდება: რა გჭირდება დალაგება-დასუფთავებისთვის? საკვების მარტივად მოსამზადებლად? რომელი ტექნიკის გარეშე ვერ წარმოიდგენ დილის საუზმეს და ა.შ.
2.ბიუჯეტი: განსაზღვრე რა თანხის დახარჯვას აპირებ შენთვის სასურველი ტექნიკის შესაძენად. ეს დაგეხმარება თანხის ოპტიმალურად გადანაწილებაში, თან ისე, რომ არაფერი გამოგრჩეს.
3.ბრენდის შერჩევა: ბაზარზე უამრავი ბრენდია, რომელიც აბსოლუტურად ყველა ტიპის საოჯახო ტექნიკას გთავაზობს. რომელია ბრენდი, რომელსაც ენდობი და იმედები ჯერ არასდროს გაუცრუებია?
4.მოდელების შერჩევა: რადგან ბრენდები საოჯახო ტექნიკის თითოეულ კატეგორიაში მოდელების მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს, შენი მოვალეობაა, რომ დადგენილი ბიუჯეტის ფარგლებში შეარჩიო მაქსიმალურად მძლავრი და ბევრი ფუნქციის მქონე საოჯახო ტექნიკა.
5.მრავალფუნქციური საოჯახო ტექნიკა: თანამედროვე საოჯახო ტექნიკის ზოგიერთი კატეგორია მრავალფუნქციურია, მაგალითად აეროგრილი, ორთქლით მწმენდავი მოწყობილობები, ბლენდერი, სამზარეულოს კომბაინი და სხვა. ასეთი მოწყობილობების შეძენით, ზოგავ თანხებს და შესანახი სივრცეც გეზოგება.
6.ტექნიკური მახასიათებლები: საოჯახო ტექნიკის შეძენისას ყურადღება მიაქციე ტექნიკის სიმძლავრეს, სიჩქარის რეჟიმების მრავალფეროვნებას, მართვის ტიპს და გამოყენების სიმარტივეს. ყურადღება მიაქციე მასალას, განსაკუთრებით ისეთი ნაწილების შემთხვევაში, რომელიც წყალთან მუდმივ შეხებაშია.
7. საოჯახო ტექნიკა და ინტერიერი: ერთ-ერთი მთავარი საოჯახო ტექნიკის შერჩევისას ფერების გადაწყვეტაა. კარგად გადახედე შენი სახლის ინტერიერს და ეცადე, თითოეული ტექნიკა იდეალურად ერწყმოდეს სამზარეულოს თუ სხვა ნებისმიერი სივრცის ინტერიერს.